ინტერვიუ - თეკო ფორჩხიძესთან
- სიყვარული - ამ სიტყვის მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერასდროს ვერ ჩაწვდები. ეს რაღაც, უხილავი რამაა, რაც აკავშირებს ადამიანებს. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. სიყვარული უძლიერესი გრძნობაა, რაც სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში.
- როგორ ფიქრობ, მარადიულია თუ არა ეს გრძნობა?
- რა თქმა უნდა. ერთხელ თუ ნამდვილად შეიყვარდა, მთელი ცხოვრება გეყვარება. გადაყვარება არ ხდება.
- რის მიხედვით აფასებ ადამიანებს?
- პირველ რიგში ადამიანობით, შემდეგ სხვა დანარჩენი.
- ადამიანის რა თვისება იწვევს შენში აღფრთოვანებას?
- ერთგულება.
- რა თვისება ხდის ადამიანს საინტერესოს?
- სიამაყე, ოღონდ, ზომიერი.
- ვინ არის შენი იდეალი კაცი/ქალი?
- დედაჩემი და მამაჩემი.
- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?
- ღალატის და უყურადღებობის გარდა ყველაფერს.
- რა გიქმნის პანიკას?
- კამაზის დანახვა. პანიკებში ვვარდები.
- რისი მოთმენა არ შეგიძლია ადამიანისგან?
- უსამართლობის.
- რა არის ყველაზე უღირსი საქციელი?
- საკუთარი შეცდომის არ აღიარება.
- რა არის გარყვნილება?
- არ ვიცი, ბევრნაირი არსებობს. აი, მაგალითად, შეყვარებულ წყვილს შორის სიყვარულის გარდა ყველაფერი რომ არის, აი მაგას. სიყვარულს ჩირქს რომ სცხებენ გარყვნილებით.
- რა გაგიჟებს ყველაზე მეტად? (კარგი გაგებით)
- კეთილგანწყობა.
- როდის გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
- მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ვარ.
- როდის იბნევი ყველაზე მეტად?
- როდესაც, ვინმე მაქებს.
- შეგიძლია თუ არა გრძნობების დამალვა, ან ემოციების გაკონტროლება?
- შემიძლია გრძნობების დამალვა, მაგრამ ემოციები.. ყოველთვის მეტყობა ხოლმე.
- რა არის ტრადიცია? რომელი მოგწონს და რომელი არ მოგწონს?
- ჩემი აზრით, ადამიანს საკუთარი ტრადიციები უნდა ჰქონდეს. არ ვიცი, ტრადიციებზე ყურადღებას არ ვამახვილებ.
- რომელ სტერეოტიპს დაამსხვრევდი?
- იმას, რომ ქალი მხოლოდ კუხნაში უნდა იყოს. სასაცილოა უბრალოდ.
- რა არის შენი ჰობი?
- წიგნების კითხვა.
- რა არის შენი ნარკოტიკი?
- საჭმელი. უბრალოდ, ჩემი განუყოფელი ნაწილია.
- ხარ თუ არა რისკიანი?
- რა თქმა უნდა.
- ხარ თუ არა შარიანი?
- გააჩნია მომენტს. უსამართლობას ვერ ვიტან, ამიტომ შემიძლია, სამართლიანობის გამო თავი გავწირო. ანუ, კი. საჭირო მომენტებში.
- მსახიობი რომ იყო რა როლს შეასრულებდი? (კონკრეტულად პერსონაჟი)
- სორაიას როლს.
- სად არ წახვალ არასდროს?
- პაკისტანში.
- ერთი შანსი რომ გქონდეს, ცხოვრებაში რას შეცვლიდი?
- ერთ ადამიანს არ გავიცნობდი.
- რისი ხმაა შენთვის ყველაზე ტრაგიკული?
- გლოვის.
- გწამს თუ არა ღმერთის?
- ჩემი აზრით, ადამიანს თუ სიყვარულის სწამს, ღმერთისაც სწამს, რა თქმა უნდა. თავად ღმერთია სიყვარული.
- სად არის ღმერთი, შენი აზრით?
- სამოთხეში, ალბათ.
- ყველაზე შემზარავი რა გინახავს?
- ქუჩაში ვსეირნობდი და დავინახე გოგო და ბიჭი მოდიოდნენ. გოგოს ხელი ბიჭის მკლავზე ჰქონდა მოხვეული. შორიდან საყვარლები ჩანდნენ, მივუახლოვდი და მესმის ბიჭის სიტყვები: "მე შენ არ მიყვარხარ, რას გადამეკიდე, სხვა მიყვარს, შემეშვიო!" გოგომ ტირილი დაიწყო და უთხრა, მე მიყვარხარო. იმ ბიჭმა ხელი ჰკრა და ეს გოგო დაეცა. გული მეტკინა, ვერ წარმოიდგენ, რა საშინელი სანახაობა იყო.
- ყველაზე ლამაზი რა გინახავს?
- დედაჩემის ღიმილი.
- რისი გრცხვენია ყველაზე მეტად?
- კომპლიმენტების.
- რითი გიამაყია ყველაზე მეტად?
- ჩემი დაქალით ვამაყობ ყოველთვის.
- მადლობა ინტერვიუსთვის.
- არაფრის.

No comments:
Post a Comment