ინტერვიუ - თათია ხორნაულთან
- რა არის სიყვარული?
- დაავადება.
- როგორ ფიქრობ, მარადიულია თუ არა ეს გრძნობა?
- გრძნობა მარადიულია, მაგრამ სუბიექტები იცვლებიან.
- რის მიხედვით აფასებ ადამიანებს?
- აზროვნების და თვისებების მიხედვით.
- ადამიანის რა თვისება იწვევს შენში აღფრთოვანებას? ანუ შენი აზრით, რა თვისება ხდის ადამიანს საინტერესოს?
- ინდივიდუალური ხედვა.
- ვინ არის შენი იდეალი კაცი/ქალი?
- იდეალები არ მყავს.
- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?
- მგონი, ყველაფერს ვაპატიებ.
- რა გიქმნის პანიკას?
- ძალიან ბევრი რამე, მაგრამ როგორც წესი, არ ვიმჩნევ.
- რისი მოთმენა არ შეგიძლია ადამიანისგან?
- უაზრო კითხვების.
- რა არის ყველაზე უღირსი საქციელი?
- არ განვსაზღვრავ საქციელების ღირებულებას.
- რა არის გარყვნილება?
- ადამიანების მოგონილი სიტყვა.
- რა გაგიჟებს ყველაზე მეტად? (კარგი გაგებით)
- წარმატება.
- როდის გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
- როცა მძინავს/ვიძინებ.
- როდის იბნევი ყველაზე მეტად?
- ქუჩაში ნაცნობი როცა მხვდება.
- შეგიძლია თუ არა გრძნობების დამალვა? ან ემოციების გაკონტროლება?
- კი.
- რა არის ტრადიცია? რომელი მოგწონს და რომელი არ მოგწონს?
- ტრადიცია არის ძალიან კარგი რამე. თითქმის ყველა ტრადიციას პატივს ვცემ.
- რომელ სტერეოტიპს დაამსხვრევდი?
- სიტყვა "სტერეოტიპს" დავამსხვრევდი.
- რა არის შენი ჰობი?
- თავისუფალი დრო არ მინდა, რომ ერთიდაიგივე რაღაცას დავუთმო,.ასე რომ, არ მაქვს ჰობი.
- რა არის შენი ნარკოტიკი?
- ნარკოტიკი.
- ხარ თუ არა რისკიანი?
- ისე რა.
- ხარ თუ არა შარიანი?
- არა.
- მსახიობი რომ იყო რა როლს ითამაშებდი? (კონკრეტულად, პერსონაჟი რომ მითხრა.)
- მსახიობი რომ ვიყო, ნებისმიერ როლს მოვირგებდი.
- სად არ წახვალ არასდროს?
- ეგეთი ადგილი არარსებობს, მგონი.
- რისი გეშინია ყველაზე მეტად?
- ძაღლების/კატების.
- ერთი შანსი რომ გქონდეს, ცხოვრებაში რას შეცვლიდი?
- არაფერს.
- რისი ხმაა შენთვის ყველაზე ტრაგიკული?
- ჩემი.
- გწამს თუ არა ღმერთის?
- პირადული კითხვაა ზედმეტად, კი.
- სად არის ღმერთი, შენი აზრით?
- არ ვიცი.
- რისთვის ვმარხულობთ?
- მე არ ვმარხულობ და რავიცი...
- ყველაზე შემზარავი რა გინახავს?
- არაფერი აღმიქვამს შემზარავად ჯერ.
- ყველაზე ლამაზი რა გინახავს?
- ნახატი.
- რისი გრცხვენია ყველაზე მეტად?
- დიდად არაფრის.
- რითი გიამაყია ყველაზე მეტად?
- წარმატებით.
- მადლობა ინტერვიუსთვის.
- არაფრის.

No comments:
Post a Comment