Friday, January 13, 2017

ინტერვიუ - ლისა ჯღარკავასთან.



ინტერვიუ - ლისა ჯღარკავასთან.

- რა არის სიყვარული?
- სრულყოფილება, ადამიანის მიღება თავის მინუსებიანად, გაკერპება და გაიდიალება... - როგორ ფიქრობ, მარადიულია თუ არა ეს გრძნობა? - გრძნობა მარადიულია, ერთად ყოფნა არა. - რის მიხედვით აფასებ ადამიანებს? - ერთგულების და გულწრფელობის. - ადამიანის რა თვისება იწვევს შენში აღფრთოვანებას? ანუ, შენი აზრით, რა თვისება ხდის ადამიანს საინტერესოს? - ადამიანი რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობს თავის ცხოვრებაზე მით უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის და მიჩნდება სურვილი უფრო მეტი გავიგო მის ცხოვრებაზე, რაც უფრო ჩუმი ხარ მით უფრო საინტერესო ხდები... - ვინ არის შენი იდეალი კაცი/ქალი? - ჩემ თავს ვთვლი იდეალად, როცა ჩემთან მიახლოვებული მეორე ნახევარი შემხვდება, იმას ჩავთვლი კაცის იდეალად. - რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს? - ტყუილს და ღალატს. - რა გიქმნის პანიკას? - როცა ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ. - რისი მოთმენა არ შეგიძლია? (ადამიანისგან) - შეურაცხმყოფის. - რა არის ყველაზე უღირსი საქციელი? - ღალატი! - რა გაგიჟებს ყველაზე მეტად? (კარგი გაგებით) - როცა უზომოდ ეჭვიანობენ... - როდის გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად? - დილით როცა პირველივე მის სახეს ვხედავ... - როდის იბნევი ყველაზე მეტად? - როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან. - შეგიძლია თუ არა გრძნობების დამალვა? ან ემოციების გაკონტროლება? - არა არასდროს, რამდენადაც არ უნდა ვეცადო ყოველთვის მეტყობა სახეზე. - რომელ სტერეოტიპს დაამსხვრევდი? - ''გათხოვებამდე სექსი არ შეიძლება'' - რა არის შენი ჰობი? - კითხვა, კითხვა და კითხვა! - რა არის შენი ნარკოტიკი? - ჩახუტება. - ხარ თუ არა რისკიანი? - ზედმეტად რისკიანი. - ხარ თუ არა შარიანი? - იმდენად შარიანი რომ ადამიანებთან ყოველთვის კომფლიქტით ვიწყებ ურთიერთობას. - მსახიობი რომ იყო რა როლს ითამაშებდი? - დრამატულს აუცილებლად. ერთადერთი, რაც ალაბათ, საუკეთესოდ გამომივიდოდა... - კონკრეტულად? პერსონაჟი რომ მითხრა. - ტკბილი ნოემბრიდან სარას როლს. - სად არ წახვალ არასდროს? - იქ სადაც ვიცი რომ ზედმეტი ვარ. - რისი გეშინია ყველაზე მეტად? - მარტოობის. - გწამს თუ არა ღმერთის? - კი. - სად არის ღმერთი, შენი აზრით? - ყველგან... - ყველაზე შემზარავი რა გინახავს? - ყველაზე შემზარავი ჩემთვის ნათლიაჩემის იმ მდგომარეობაში დანახვა იყო, როგორშიც დავინახე... - ყველაზე ლამაზი რა გინახავს? - დედაჩემის თვალები, როცა წარმატებას მივაღწიე. - რისი გრცხვენია ყველაზე მეტად? - ჩემი შეცდომების. - რითი გიამაყია ყველაზე მეტად? - ჩემი ოჯახით. - 2 ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი? - წიგნი და ჩემი ტელეფონი. - მადლობა ინტერვიუსთვის, ლისა. წარმატებები. -მადლობა.

3 comments:

  1. შესანიშნავია

    ReplyDelete
  2. Get a $200 Bonus at Harrah's Casino in Las Vegas
    The new Harrah's Casino is one microtouch solo titanium of the most well-known Las Vegas-style casino aprcasino resorts. It features หาเงินออนไลน์ a goyangfc.com full-service spa, a full-service spa kadangpintar and

    ReplyDelete