Monday, March 13, 2017

ინტერვიუ ჩემთან - ანა ლეკვეიშვილთან.




ინტერვიუ
ანა ლეკვეიშვილთან
(ჟურნალისტი სოფო შაინიძე)

- რას აფასებ ადამიანში?
- გულწრფელობას პირველ რიგში, სამართლიანობას, პირდაპირობას, პატივისცემას ადამიანების მიმართ.

- როგორ ადამიანად მიგაჩნია თავი?
- იცი რა.. ვცდილობ, ადამიანი ვიყო და ეს შევინარჩუნო ცხოვრების ბოლომდე... ახლა შეიძლება, კეთილი ვარ მაგრამ ხვალ ბოროტი ვიყო... რავი.. ყურადღებიანი და მზრუნველი ნამდვილად ვარ საყვარელი ადამიანების მიმართ. :დ და .. მრავალფეროვანი. :დ ეს სიტყვა არ უნდა დაიკარგოს როცა ვინმე მახასიათებს :დ

- ხშირად გიხდება თავის მოკატუნება?
- არც ისე ხშირად. სიტუაციას გააჩნია...

- რაზე ოცნებობ და როგორ აღიქვამ მომავალს?

- ოცნებები ძირითადად არ მქონდა, მაგრამ ახლა მაქვს.. რომ წავიდე ნორვეგიაში.. მეორე ოცნება არის ის, რომ მყავდეს ცხენი :დ <3 სასწაულად მინდა. :დ <3 მომავალს ვერ აღვიქვამ, იმიტომ რომ ხომ გეუბნები.. ბევრ სფეროში ერთად ვარ :დ ყველაფერი ერთად მაინტერესებს .. ბევრ რამეზე მივლია მაგრამ ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი.. ჩემს თავს მომავალში ვხედავ ჩემი ინსტრუმენტებით <3

- წარსულზე დამოკიდებული ხარ?
- დამოკიდებული არ ვარ... უბრალოდ ხშირად მახსენდება და ვცდილობ, იგივე შეცდომები აღარ გავიმეორო.. თორე როგორც ასეთი, დამოკიდებული ... ჰმ... არამგონია.

- დაგიშვია ისეთი შეცდომა, რასაც თავს ვერ პატიობ?
- კიი, როგორ არა.. :დ დამიშვია.. ცხოვრების ბოლომდე რომ გამყვება და სულ რომ ვინანებ, მასეთი :/

- რა არის შენთვის მეგობრობა და რა არის სიყვარული?

-  ღმერთო.. ეს ყველაზე საყვარელი თემაა ჩემთვის :დ ესეიგი.. მეგობრობა ჩემთვის არის ყველაზე წრფელი რამ დედამიწაზე.. მაგრამ სიყვარული ყველაზე წმინდა! ვეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო.. მეგობრობა - ესაა, როცა ადამიანი შენს ჭირსაც და ლხინსაც ისევე იზიარებს, როგორც საკუთარს.. მეგობარია ის, ვისი იმედიც ყოველთვის გაქვს... საერთოდ, მიმაჩნია, რომ ურთიერთობებს სწორედ უნდა დაარქვა სახელი. ადამიანს რომ მეგობარს ვუწოდებთ, ხშირად ვნანობთ.. პირადად მე ადამიანს მეგობარს ვუწოდებ მაშინ, როდესაც ვიგრძნობ მას და დავინახავ, რამდენად ვადარდებ... დროს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა.. არ ვიცი, მეგობრობა ბევრი რამეა.. ახლა უბრალოდ არ შემიძლია აზრის ჩამოყალიბება გარკვეული მიზეზების გამო.. ხოლო სიყვარული ეს არის ყველაფერი.. გააჩნია, როგორ სიყვარულზე საუბრობ.. მაგრამ მგონი, გასაგებია, რასაც მეკითხები. სიყვარული - ნიჭია, რომელიც სინამდვილეში, ძალიან ცოტას აქვს.  ქალ-ვაჟური სიყვარული, იცი როგორი რაღაც არის? შენი მეორე ნახევარი უნდა იყოს... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირველ რიგში შენი მეგობარი უნდა იყოს.. და, ძმა, დედა, მამა, ცოლი, ქმარი, ბებია, ბაბუა, შვილი... რავიცი, ყველა უნდა იყოს ერთდროულად.. მეორე ნახევარი იცი რას ნიშნავს? რომ შენ მის გარეშე არ არსებობ და არც ის არსებობს შენ გარეშე.. როგორც გული და ტვინი... რომელიმე რომ გაითიშოს შენში, მეორე ვერ იცოცხლეს. ფუნქციონირებას შეწყვეტს. იგივე რაღაც არის ესეც, მოკლედ რომ გითხრა.

- ხვალ რომ ახალი უნარით გაღვიძება შეგეძლოს, რა უნარს აირჩევდი?
- ოო, აქამდე არ მიფიქრია ამაზე :D თუ მხოლოდ ერთი უნარის არჩევა შემეძლებოდა.. მაშინ, ჰმ... ვფიქრობ, სიყვარული შემიძლია.. მეგობრობაც.. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი მაქვს თურმე :დ და სხვას დიდად არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის :დ ალბათ, ყველა ინსტრუმენტზე კარგად დაკვრას ავირჩევდი. ანუ მუსიკოსობას. ანუ სიმღერაც რომ შემეძლოს :D

- გქონია შემთხვევა, რაღაცის გაკეთება დიდი ხნის მანძილზე გდომებია, მაგრამ ვერ გაგეკეთებინოს, და რატომ?
- ვაიმე კი როგორ არა :დ გულწრფელობა მიყვარს თქო, ხოდა რამდენადაც ცუდი თვისება არ უნდა იყოს, თავმოუბმელი ვარ ხშირად და იმიტომ :დ

- დაასახელე ხუთი დადებითი თვისება, რომელიც უნდა გააჩნდეს შენს პარტნიორს და ხუთი უარყოფითი, რომელიც არ უნდა ჰქონდეს.
- უნდა გააჩნდეს: 1.გულწრფელობა. 2. სიყვარულის უნარი, (ისეთის, როგორიც დავახასიათე). 3.ერთგულება 4.იუმორი 5.უნდა ესმოდეს მუსიკა.
არ უნდა ჰქონდეს: 1.არ უნდა იყოს მატყუარა/აფერისტი 2.მომაბეზრებელი არ უნდა იყოს 3.ცანცარა 4.არ უნდა იყოს (ჩემთან მაინც) ჩაკეტილი. 5.არ უნდა იყოს ჩემზე დაბალი. :დ

- ხუთი მიზეზი, რის გამოც კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრების.
- 1."მუსიკოსი" ვარ.. (ყოველშემთხვევაში, ჩემი საყვარელი მასწავლებელი ასე მიწოდებს) :დ
2. ზუსტად ვიცი (ჩემი თეორიებით, და ვგრძნობ, რომ სწორ გზაზე მივდივარ), რისთვისაც მოვედი  ამ ქვეყნად :დ 3.მყავს გადასარევი მეგობრები და მშობლები.. ნუ ოჯახი :დ 4. მაქვს პირადი ინტერესები და არ ვარ აყოლილი მოდას. 5. მალე ვაღწევ წარმატებას და თუ სერიოზულად მაქვს მიზნად რაღაც, ვიცი, რომ მივაღწევ და ამისთვის ბრძოლა მიყვარს :დ მოკლედ, სირთულეები მიზიდავს და ჩემს ცხოვრებაში ამის მეტი რა არის :დ <3

- როგორ ფიქრობ, შეგიძლია რამის გაკეთება სხვისი ცხოვრების შესაცვლელად?

- ყოველთვის მინდა, ის ადამიანი შევცვალო, ვისზეც ვხედავ, რომ მისი არასწორი ცხოვრებით უარესობისკენ მიდის.. (ვიცი, არ მაქვს უფლება სხვა განვსაჯ, მარამ როცა ვხედავ ამ ყველაფერს, უბრალოდ ვერ ვისვენებ) :დ სულ ვცდილობ, რომ ადამიანში (მაგრამ არა მეგობარში ან ვინმე, ახლობელში) შევცვალო ის, რაც მართლა არასწორია.. და დავანახო რა არის კარგი :დ სულ ამის ცდაში ვარ მაგრამ არ ვიცი, რამდენად შედეგიანად :დ მაგრამ თუ დავიწყე, არ ვამთავრებ :დ თუ ვნახე, რომ თავს ვაბეზრებ, მაინც არ ვნებდები ხოლმე და როცა უკვე ვგრძნობ, რომ თავს ვაბეზრებ და მართლა მართლა არ უნდა შეცვლა, მაშინ შეიძლება, დავნებდე. :დ

- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სხვისი აზრი?
- გააჩნია სხვა ვინ არის.. თუ ჩემი საყვარელი ადამიანია, მეგობარია, მშობელია, მით უმეტეს, მეორე ნახევარია, აუცილებლად გავითვალისწინებ.. აზრსაც გააჩნია და ადამიანსაც მოკლედ.. მაგრამ უბრალოდ გამვლელს შეუძლია ისეტი რაღაც მითხრას, რომ ძალიან დამაკომპლექსოს და მერე ჩემს თავში ჩამკეტოს... არის ხოლმე ასეთებიც.

- როგორი უნდა იყოს შენი იდეალური დღე დილიდან-საღამომდე?

- სულ მუსიკით დატვირთული :დ და თუ გინდა, დღესი ერთხელ მაჭამე, მაინც კმაყოფილი ვარ :დ <3 ერთ დღესი, ბენდშიც უნდა დავუკრა, ვიოლინოომაც და ჩელომაც უნდა შემაქოს, (მასწავლებლებს ვგულისხმობ), :დ რომ სტიმული მომცეს უფრო და გამაბედნიეროს, ორკესტრშიც უნდა დავუკრა, მაკდონალდსშიც უნდა ვჭამო, ბენდის გარდა, ქუჩაშიც უნდა დავუკრა, იმიტომ რომ ქუჩის მუსიკას დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს... მაგიჟებს, რასაც ქვია :დ <3 ქუჩის მუსიკა უფრო კარგია ჩემთვის, ვიდრე სასცენო :დ <3 მთელი გულით ოღონდაც. <3 და ბოლოს, საღამოს ჯემსეიშენზეც უნდა წავიდე მოძრაობაში :დ <3 რა თქმა უნდა, იმ ადამიანთან ერთად, ვისაც მუსიკა ესმის.. :დ <3 და სულ ჩემ გვერდით რომ იქნება მაგ დღეს, ეგაა ჩემი იდეალური დღე. :დ ან თუ მეც დავეხმარები მას რამეში.. ანდაც მაგ დღეს თუ სიკეთეს გავაკეთებ და ეს გამაბედნიერებს... ანდაც, ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს, ოღონდ ნორვეგიაში!! საერთოდ დაგლიჯავს! :დ <3

- როგორია და რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ცხოვრებისეული ღირებულებები?
- ცხოვრებისეული ღირებულებები.. ჰმ.. პირველ რიგში, ჩემთვის ცხოვრებისეული ღირებულებებია ის, რასაც შრომით ვაღწევ და მართლა დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწევ, რაც არ უნდა იყოს, აი ეგ არის ცხოვრებისეული ღირებულება ჩემთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ <3 სხვა რა შემიძლია, გითხრა.. <3

-  დიდი მადლობა! ძალიან საინტერესო იყო. <3
- დიდზე დიდი მადლობა შენ! <3


No comments:

Post a Comment