Thursday, November 19, 2015

ინტერვიუ "დაგდაგანის" წევრებთან.

https://www.youtube.com/watch?v=xcrcRSFltw0
ცოტნე გორგოშიძე
გიორგი კოჭლაშვილი

(ჟურნალისტი - ანა ლეკვეიშვილი)



- მოგვიყევით ჯგუფის შექმნის ისტორია? ანუ, სად შეხვდით ერთმანეთს?

ცოტნე: "რეალურად, დიდი ისტორია არც არის. მე ვწერდი სიმღერებს და ნელ-ნელა ხალხი შევკრიბეთ."

- რამდენი წლის იყავით, როცა ჯგუფი ჩამოაყალიბეთ?

ცოტნე: "პირველად, როცა რაღაცა გავაკეთეთ, ჯგუფი ჩამოყალიბდა, ვიყავი 19 წლის."

გიორგი: "მე 20-ის ვიყავი, "დაგდაგანში" რომ დავიწყე დაკვრა."

ცოტნე: "მანამდეც ვუკრავდით ისე."

რატომ დაარქვით ჯგუფს "დაგდაგანი?"

ცოტნე: "ეს საიდუმლოა! (იცინის). "დაგდაგანის" ისტორია ძალიან ისეთი არის, ანუ, ვუკრავდით ჩვენ რაღაც პერიოდი და დაგვიძახეს ჩვენ ილიას ფესტივალზე და "ივენთ ჰიტში" და სახელი არ გვქონდა. ჩვენმა ერთმა მეგობარმა შემოგვთავაზა სახელი და დავირქვით."

- რას ნიშნავს "დაგდაგანი?"

ცოტნე: " ისე, ბევრ რაღაცას ნიშნავს...."

გიორგი: "იდეაში, არის "სიბრძნის ხე", მგონი. (თუ, ამის მსგავსი...)  უფრო სწორედ, მერე გავიგეთ რომ ეს იყო.. ანუ, არც ინგლისური ჟღერადობა გვინდოდა და არც ქართული ჟღერადობა გვინდოდა. ისეთი გვინდოდა რამე, უცნაური."

- როგორ წერთ სიმღერებს?

ცოტნე: "სადღაც, 70% სიმღერების, არის ისე, რომ მე დავწერ სიმღერებს და მერე, ერთად ვამუშავებთ ხოლმე სტუდიაში. ნუ, ზოგ სიმღერას ირაკლი წერს და მერე მე ვამუშავებ და ამის შემდეგ მთლიანად ჯგუფი ამუშავებს."

გიორგი: "იდეაში, სიმღერაზე მუშაობის ეტაპი არის: ჯერ ცოტნე, თავისი გიტარით, სახლში. და მერე, უკვე სტუდიაში. ანუ, რეპეტიციებზე ეს ყველაფერი მუშავდება. ჩაწერის პროცესში ხდება კორექტირება და შესწორება ყველაფრის."

- სად რეპეტიციობთ ხოლმე ?

ცოტნე: "თუმანიშვილის თეატრში არის სარეპეტიციო ოთახები დაქირავებული და იქ ვრეპეტიციობთ ხოლმე."

გიორგი: "ძველი კინო-სტუდია არის ასეთი.."

- როგორია თქვენთვის, მუსიკების ჩაწერის პროცესი?

გიორგი: "ოოოო... (იცინის). ყველაზე მაგარი ამბავი არის, იმიტომ, რომ წარმოიდგინე, 5 ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ყველას თავისი აზრი აქვს. (იცინის). უნდა შეთანხმდეს ერთ კონკრეტულ რაღაცაზე. რაღაც, ცოტა რთული არის და... ბევრი ჩხუბები ხდება! ძალიან ბევრი ჩხუბები ხდება. (იცინის.) ცოტნე, შენ თუ დაამატებ, როგორ ხდება ჩაწერები..."

ცოტნე: "საბოლოოდ, მაინც კომპრომისებზე მივდივართ ერთმანეთის მიმართ."

გიორგი: "სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს!"

ცოტნე: "მეგობრობა იმარჯვებს!"


- გიცდიათ, თუ არა სხვა ჟანრში გემღერათ?

ცოტნე: "იცი, რა არის? ჩვენ ერთ ჟანრს არ ვართ მიბმულები, მაინც და მაინც.. როგორიც გამოდის სიმღერა, იმის მიხედვით ვწერთ.  ანუ, ჯერ სიმღერა იწერება და როგორ ჟანრშიც უფრო საინტერესო გამოვა სიმღერა, ისე ვაკეთებთ."

გიცდიათ უცხო ენაზე სიმღერა?

ცოტნე: " ისეთი მოომენტი არის, უბრალოდ, აზრს ვერ ვხედავ. ანუ, მაყურებელთან და მსმენელთან გვაქვს პირდაპირი კავშირი და როცა ინგლისურად იქნება, უკვე რაღაც ის იქნება, ზედმეტი რაღაცეების ჩასმა."

რომელია თქვენი პირველი სიმღერა? 


ცოტნე: "
ჩემი პირველი სიმღერაა.. მეც საკმაოდ დიდი ხანი ვწერდი სიმღერებს, მანამ, სანამ ჯგუფს შევქმნიდით. თავიდან ძალიან "ნაგავი" სიმღერები იყო."

- ჯგუფის პირველი სიმღერა რომელი იყო?

ცოტნე: "ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა, ეს არის - "თენგიზი". და რომელიც ჩავწერეთ პირველად, ეს არის - "სრულყოფილი კაცი"."


- რომელმა სიმღერამ გახადა "დაგდაგანი" პოპულარული?

გიორგი: " "თენგიზი" და "სრულყოფილი კაცი" "

ცოტნე: "და "მარიც" "

გიორგი: " "მარიც!" კი ბატონო!"

"მარი" კონკრეტულად ვინმეს ხომ არ ეძღვნება? 

ცოტნე: "არაა."


- მაინტერესებს, როგორ "აფეთქდით" ასე უცებ? იმიტომ რომ მგონი,  ხალხმა ძალიან მალე გაგიცნოთ და შეუყვარდით.

ცოტნე: "უბრალოდ, ვმუშაობდით ბევრს. ვუყურებდით, სხვა რას აკეთებს. ანუ, რა მუშაობს, რა არ მუშაობს.. ვაკვირდებოდით... სხვა ჯგუფებსაც ვუყურებდით, იქ რა მუშაობს, რა არ მუშაობს... იქ რისი გაკეთება შეიძლება, რა არის ზედმეტი და უბრალოდ, იმას ვაკეთებდით, რასაც ვფიქრობდით."

გიორგი: "შემდეგ ნაბიჯს არ ვდგამთ იქამდე, სანამ კარგად არ დავფიქრდებით, კარგად არ გავიაზრებთ რა ხდება, როგორ ხდება. სიტყვაზე, შეიძლება, სიმღერა ჩავწეროთ და ვასმენინებთ ჩვენს მეგობრებს."

ცოტნე: "და თუ ისეთი რეაქცია არ მოდის, დადებითი... იმას მერე აღარ ვაკეთებთ."

გიორგი: "იმიტომ რომ, ცოტა რთულია, გაიგო, როცა შენი დაწერილი სიმღერაა და შენ მუშაობ იმ სიმღერაზე. რთულია, რომ ობიექტურად შეაფასო ის სიმღერა. იმიტომ რომ, ყველაფერი მოგწონს ამ სიმღერასი და ეს იმიტომ რომ რაღაცეები შენ ქენი ამ სიმღერაში, ჩადე შენი გული, შენი სული. მთლიანობაში როგორ გამოვა, ამას შენ ვერ დაინახავ. ვერ შეაფასებ ობიექტურად და ჯობია, რომ მეგობრებს დაუძახო დახმარებაზე და თხოვო, რომ შეგიფასონ. ვარგა ეს თუ არ ვარგა."

- რა გრძნობა გქონდათ, როცა ასეთი პოპულარულები და მოთხოვნადები გახდით?


ცოტნე: "
რავიცი, კარგი გრძნობა იყო. (იცინის). წარმატებული გრძნობა იყო. ისეთი, რომ რაღაცა გავაკეთე და ანუ, ამან იმუშავა!"

გიორგი: "ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი, ჯგუფში ვინებიც ვუკრავთ, ყველანი ვუკრავთ დიდი ხანია და ყველას გვაქვს  გამოცდილება ძალიან.. დიდსაც ვერ დავარქმევდი, მაგრამ ისეთ ჯგუფებში დამიკრავს, მე, მაგალითად, რომ (და "ბულბულს", ჩვენ "ბარაბანჩიკას"), რომ 20 კაცზე მეტი რომ არ არის მოსული და კაცი-შვილი რომ არ გისმენს და ანუ... გვქონია ცუდი დღეები ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს მუსიკალურ ამბებში. და როცა ვიწყებდით დაკვრას ამ ჯგუფში და როცა ვაკეთებდით ამ ყველაფერს, ყველაფრისთვის ვიყავიდ მზად, ასევ რომ ვთქვათ.. და ვაკეთებდით იამს, რისი გაკეთებაც გვინდოდა.
და, რაც შეეხება იმას, თუ რა შეგრძნებაა, რომ ხალხმა შენი სიმღერები ზეპირად იცის, რა შეგრძნებაა, როცა ქუჩაში საერთოდ უცხო ადამიანი მოდის შენთან და გეუბნება: "მადლობა, აი, ჯიგრები ხართ! გვიყვარხართ და გისმენთ!" რავიცი, ცუდი შეგრძნება არ არის. ( იცინის). ძაან კარგია ეს!"

- საქველმოქმედო კონცერტებზე თუ გიფიქრიათ? ან თუ გქონიათ ოდესმე?..

ცოტნე: "ერთხელ დაგვპატიჟეს და დავუკარით და.. ისეთი მომენტი იყო, რომ დიდათ კონცერტებიდან ფული არ შემოდის ხოლმე და არ შეგვეძლო."

გიორგი: "ანუ, არც უღირთ რომ გააკეთონ."

ცოტნე: "მე პირადად, ვფიქრობ, რომ თუ, ვიღაცისთვის საჭირო არის ფული, ჯობია, აქცია გააკეთონ და პირადად ჩაურიცხონ. იმიტომ რომ კონცერტებიდან ფულის შოვნა ცოტა რთულია. ძაან კარგად თუ არ დაგეგმე, არ გამოვა. რთულია. უმეტესად, ბოლო კვირაში სჭირდებათ ხოლმე და ერთ კვირაში კონცერტს ვერ გააკეთებ."


- ცოტნე, ერთ-ერთი კონცერტის ბოლოს, შენ თქვი: "ყველას 10 ლარებად გხედავთო", რამაც დიდი "ბრაზი" გამოიწვია იქ მყოფ მსმენელში. შეგიძლია გვითხრა, ეს რატომ თქვი?
ცოტნე: "არ ვიცი, არ მახსოვს... (იცინის). შეიძლება, ვიხუმრე უბრალოდ. სერიოზულად ყოველშემთხვევაში, არ ვიტყოდი."

-კარგი, ახლა  რაიმე ალბომზე ან სიმღერაზე ხომ არ მუშაობთ?

ცოტნე: "ეხლა ვმუშაობთ რაღაც სიმღერებზე და წესით, უნდა გამოვიდეს."

გიორგი: "3-4 სიმღერა გვაქვს გეგმაში და რამოდენიმე დღის წინმ ჩვებუ ერთ-ერტი ახალი სიმღერაც დაიდო. ასე ნელ-ნელა, არ ვჩქარობთ.. (იცინის). არსად არ გვეჩქარება...
ალბომს რაც შეეხება, მე მგონი, აზრი არ აქვს ალბომის გაკეთებას, ხო?"

ცოტნე: "ალბომის გაკეთებას აზრი არ აქვს და თან, ასე ცალ-ცალკე სიმღერებად უფრო ხედავს ხალხი, შედეგს.... როცა ალბომს დადებ, ჯერ ეხლა, მთლიან ალბომს არავინ არ მოუსმენს."

- კონცერტის ჩატარებას როდის გეგმავთ?

გიორგი: "ოუუუ... (იცინის)"

ცოტნე: "
ჯერ არა, იმიტომ რომ, თუ, კონცერტს გავაკეთებთ, გვინდა, ბევრი ახალი სიმღერა იყოს. და, ახალი სიმღერები ამ წელს ბევრი არ გვქონია. დაახლოებით იგივე სიმღერების დაკვრა არ გვინდა ახალი კონცერტისთვის. თუ, ხალხი ფულს იხდის იმაში, რომ ჩვენ გვნახონ და რაღაცა..."

გიორგი: "ხო, ჩვენც ახალი რაღაცეებით უნდა დავბრუნდეთ. ცოტა უფრო კარგი რაღაცეები დავახვედროთ. ახალი კონცერტი წინა კონცერტს არ უნდა გავდეს. თორემ, ყველაფერი მერე მოსაბეზრებელი ხდება, ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც და არ არის კარგი."


როგორც ვიცი, რეგიონებშიც ბევრი მსმენელი გყავთ და მაინტერესებს, თუ აპირებთ რეგიონებში კონცერტის ჩატარებას? 


ცოტნე: "რეგიონებში კონცერტის ჩატარება არის ძალიან, ძალიან დიდ სირთულეებთან დაკავშირებული. თითქმის შეუძლებელი. ერთხელ, გორში დაგვიძახეს და მანდ დავუკარით. ჰო, და კიდე, ბათუმში. დანარჩენ ადგილებში უბრალოდ, არც ადგილი არ არის და არც ხალხი არ არის საკმარისი, რომ ფინანსები გადაფაროს. და ისე დარჩება, რომ 10 კაცი მოვა მაქსიმუმ და ვალებში ჩავვარდებით. თან, არც გამოვა კარგი უბრალოდ.."


ზოგადად, თქვენი აზრი მაინტერესებს, ქართულ შოუბიზნესზე რა აზრის ხართ? 


გიორგი: "ერთს გეტყვი, რომ "ქართული შოუბიზნესი" ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან არ ჯდება, იმიტომ რომ მე მახსოვს, "მაესტრო" რომ იყო ასეთი არხი, ადრე... (იცინის). ჩემ ბავშვობაში იყო. აი, მაშინ იყო შოუბიზნესი. და მაშინ ერქვა. არც მაშინ არ იყო დიდი არაფერი, მაგრამ ეხლა საერთოდ არ არის. მსგავსი არაფერი არ არსებობს. ეგ სიტყვა ქართულ ლექსიკონში რომ მოიძიო არ არის. (იცინის). "

ცოტნე: "მე პირადად, ვფიქრობ, რომ მუსიკა და ბიზნესი რაც უფრო შორს იქნება ერთმანეთისგან, მით უკეთესი არის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ცუდი რაღაც გამოდის მაქედან."

გიორგი: "საქართველოში არ არის მუსიკა და ბიზნესი ერთმანეთთან ... მაგრამ მაინც არის რაღაც..."

ცოტნე: "ვიღაცეები ცდილობენ, რომ რაღაცეები ბიზნესად გადააკეთონ, მაგრამ გამოდის რაღაც კატასტროფა და... არ გინდათ ხოლმე.. ცუდია. (იცინის). იმუშავეთ და სამსახურიდან შემოსული ფულით გამართეთ კონცერტები."

- რომელი უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული?

ცოტნე: "მე ვსწავლობ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში."

გიორგი: "მე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი ვარ, მაგრამ კიდევ ვიქნები, არსად არ მივდივარ.
-ჩვენი "მედოლე", ჩვენი "ბულბულა" - გიორგი ბულბულაშვილი, სწავლობს კონსერვატორიაში."

ცოტნე: "აბა რა! ნიჭიერი ბავშვია!"

გიორგი: "მათე - ილიაში. და ირაკლიც - ილიაში."


რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით, ერთად ყოფნის დროს?


გიორგი: "ეგ როგორი კითხვა არის, იცი? აი, ტელევიზორებში რომ ეკითხებიან ხოლმე. (იცინის). თან, რომ იცი, რომ ის ყველანი არიან წინასწარ მომზადებულები მაგ ყველაფერზე. (იცინის). ცოტა უცნაური პასუხი აქვს მაგას... რავიცი, გაქვს რამე პასუხი მაგაზე ცოტნე?"

ცოტნე: "ძალიან ბევრი რაღაც არის!.. (იცინის)"

გიორგი: "ძალიან ბევრი რაღაც ხდება ხოლმე, თან ისეთი, რომ მოსაყოლიც არ არის. უფრო სწორედ, იქ უნდა ყოფილიყავი, ისეთი შემთხვევები არის... (იცინის.) რავიცი, ასეთი მოსაწყენი ხალხი ვართ... (იცინის.)"

- გარდა მუსიკისა, სხვა რაიმე ჰობი ხომ არ გაქვთ?

ცოტნე: "დრო სად გვაქვს მაგისთვის, თორემ კი!.. (იცინის). ან ვმუშაობთ, ან ვმღერით."

გიორგი: "სამსახური, მუსიკა და სახლი! (იღიმის)"


როცა ერთად ხართ, მაგალითად, რეპეტიციის შესვენებებზე, თავისუფალ დროს რას აკეთებთ ხოლმე?


ცოტნე: "
რავიცი... ვსვამთ! (იცინის).   საკმაოდ ცოტა თავისუფალი დრო გვაქვს ჩვენ და ამიტომ ვერაფერს..."


-გარდა თქვენი ჯგუფისა, რას მოღვაწეობთ? ანუ, თუ მუშაობთ სადმე?

ცოტნე: "მე "აიტიშნიკი" ვარ. ინტერნეტს ვაწყობ."

გიორგი: "მე "კაუკასუს ონლაინში" ვმუშაობ - ტელევიზიაზე. ბატონი გიორგი, (მოდი, არ არიან და მაგათზეც ვილაპარაკოთ.) ბულბულაშვილი, "მი ფა სი" - ში მუშაობს, არ ვიცი, ვინად. (იცინის). მათე (მენეჯერი) - ბარ-რესტორნის. და ირაკლი - გიდი. ტურისტების გიდია.. მშვენიერი.. :)"

კარგით, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ნახვამდის.

- "არაფერს, კარგად ბრძანდებოდეთ."

No comments:

Post a Comment